სინოფარმი უკვე მეექვსე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა მსოფლიოში, რომელსაც მიეცა ავტორიზაცია მისი უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის გათვალისწინებით.
სინოფარმი ინაქტივირებული ტიპის ვაქცინაა. ინაქტივირებული ვაქცინები ტრადიციული მეთოდით შემუშავებული ვაქცინებია. ისინი შედგება მთელი ვირუსისაგან ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან. შესაბამისად იყოფა ორ ძირითად ტიპად - სრულუჯრედიანი და ფრაქციულ ვაქცინებად. ინაქტივირებული ვაქცინები მზადდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის (ვირუსი, ბაქტერია) ქიმიური ან ფიზიკური პროცესით დახოცვის გზით. არ იწვევს დავადებას რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს. უფრო სტაბილურია ვიდრე ცოცხალი ვაქცინები, თუმცა არ იმუშავებს ისეთ მყარ იმუნიტეტს, როგორც ცოცხალი ვაქცინები და საჭიროებს განმეორებითი დოზების შეყვანას. კოვიდის ინაქტივირებული ვაქცინებია: Sinovac, Sinopharm-Beijin, Sinopharm-Wuhan, Bharat Biotech