სიახლეები

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია 45 წლამდე

იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ახლა უკვე 45 წლის და უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ.

მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ასტრაზენეკას აცრის ასაკი დაწია, რადგან ვაქცინის გამოყენების სარგებელი ბევრად აჭარბებს იშვიათ შესაძლო რისკებს.

აცრისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 12 მაისს, 20:00 საათიდან.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.