Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დაწყებულია
12 მაისს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.
დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.
12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს, ხოლო იმ მოქალაქეებს რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე - 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20.00 საათიდან.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.